2012 წლის 11-14 იანვარს, ქ. ბეთლემში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებულმა კონფლიქტის ანალიზისა და გადაწყვეტის ფაკულტეტმა, ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის, რიგით მეათე შეხვედრა ჩაატარა. ეს დიალოგი 2008-2011 წლების შეხვედრების გაგრძელება იყო, რომელთაგან პირველი 2008 წლის დეკემბერში, ვირჯინიის შტატში, მეისონ ნექზე, ინსტიტუტის საკონფერენციო ცენტრში შედგა. ”თვალსაზრისი”-ს პროცესი - ესაა ე.წ. არაფორმარული, ანუ სახალხო დიპლომატიის გაგრძელება 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც კატასტროფულად იმოქმედა ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე.
ამჯერად, არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობა 23-მა პირმა მიიღო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობების სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრჩევლების ჩათვლით. შეხვედრაში ყველა მონაწილე წარმოდგენილი იყო, როგორც კერძო პირი და არ გამოხატავდა რომელიმე ორგანიზაციის ინტერესს.
მონაწილეები, დიალოგის პროცესში, განიხილავდნენ მიმდინარე სიტუაციას, ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთგაგებისკენ მიმართულ სხვადასხვა ინიციატივასს, ასევე ”თვალსაზრისის” პროცესის შემდგომი პროექტების პერსპექტიულობას.
დიალოგ ”თვალსაზრისი”-ს ფარგლებში, მონაწილეებმა, გადაუჭრელი საკითხების მთელი რიგი განიხილეს და ახალი თემებიც მონიშნეს. კერძოდ, არ ცხრება ინტერესი ლენინგორი/ ახალგორის რაიონის მიმართ. შეხვედრის მონაწილეებს აღელვებთ ის ამბავი, რომ ჯერ კიდევ, არ არის გადაწყვეტილი ქართული და ოსური სოფლების წყლით და ლენინგორი/ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების პრობლემა. მონაწილეები, იმ აზრს ადასტურებენ, რომ ლენინგორი/ახალგორის საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, გაზით მომარაგებასთან ერთად, ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტების გარდა ჰუმანიტარულ შინარსსაც შეიცავს და ამიტომ პოლიტიზირების გარეშე უნდა გადაწყდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების შემწეობით.
მოსმენილ იქნა ინფორმაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის შესახებ სამუშაოს მიმდინარეობაზე.სამდღიანი დიალოგის განმავლობაში მხარეებმა შესძლეს დაწინაურებულიყვნენ სხვა დანარჩენი საკითხების შიგნით ურთიერთგაგების საქმეში.
ინფორმაციები მოსმენილ იქნა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის Saferworld”, ორგანიზაცია ”Nonviolent Peace Force”, გაერთიანაბული ერების ორგანიზაციის პროგრამების, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დამცველი სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაციის, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეთა ქვრივებისა და ინვალიდების ცოლების ასოციაციის, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი), ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის, ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობების სამინისტროსგანაც.
შეხვედრის ყველა მონაწილის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისრაელ- პალესტინის კონფლიქტში მიმდინარე პროცესის გაცნობამ, რამაცქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა.
თავისი 26 წლიანი არსებობის მანძილზე ინსტიტუტი, აჟამად კი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტების ანალიზისა და გადაწყვეტის ფაკულტეტი, არაერთხელ მონაწილეობდა სახალხო დიპლომატიის მსგავს ინიციატივებში აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
მონაწილეები და ორგანიზატორები მადლობას უხდიან ნდობის განმტკიცების ადრეული რეაგირების მექანიზმს (COBERM/კობერმ), ევროკავშირს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის, ასევე, აშშ მშვიდობის ინსტიტუტს ამ შეხვედრის ჩატარებაში ხელსეწყობისათვის.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, ან სუზან ალენ ნანთან ინტერვიუსთვის, გთხოვთ, მიმართოთ ჯიმი გრეიფს - ტელ.:+1-703-993-9118+1-703-993-9118 ან ელ.ფოსტით: [email protected]